ტაირონ ვუდლი ჯეიკ პოლთან ბრძოლისთვის ფლოიდ მეივეზერთან ერთად მოემზადება [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, გამთენიისას კრივის მოყვარულებმა კიდევ ერთხელ იხილეს დაუმარცხებელი მოკრივეს ფლოიდ მეივეზერის გამოსვლა რინგზე. 44 წლის ვეტერანი იუთუბერ ლოგან პოლს დაუპირისპირდა და მისი ნოკაუტში გაშვება ვერ შეძლო. წესების მიხედვით კი ბრძოლა ფრედ დასრულდა. 

მიმდინარე ზაფხულს კრივის მოყვარულები კიდევ ერთ საინტერესო ბრძოლას იხილავენ. 28 აგვისტოს ჯეიკ პოლი UFC-ის ყოფილ ჩემპიონ ტაირონ ვუდლის დაუპირისპირდება.

რამდენიმე დღის წინ, ფლოიდ მეივეზერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ სიამოვნებით დაეხმარებოდა მომზადებაში ტაირონ ვუდლის. ფლოიდმა ვუდლი ლას ვეგასში, საკუთარ დარბაზში დაპატიჟა.

„მომეცით ტაირონ ვუდლი. მე ვუზრუნველვყოფ მის სრულფასოვან მომზადებას და დავეხმარები. ვეპატიჟები ტაირონ ვუდლის ლას ვეგასში იმისათვის, რომ ერთად გავიაროთ მოსამზადებელი ეტაპი“, – აღნიშნა მეივეზერმა.

ტაირონ ვუდლი ფლოიდის შეთავაზებას მალევე დათანხმდა – „მე უკვე ვესაუბრე ფლოიდს. რა თქმა უნდა, დავთანხმდი მის (ფლოიდის) შემოთავაზებას. როგორ შეიძლება უარი თქვა ყველა დროის საუკეთეს მოკრივესთან მომზადებაზე?“.