ტაილანდის ერთ-ერთ ღამის კლუბში ხანძარს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, 35 პირი კი დაშავდა
ტაილანდის ერთ-ერთ ღამის კლუბში ხანძარს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, 35 პირი კი დაშავდა

ტაილანდის ერთ-ერთ ღამის კლუბში ხანძარს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, 35 პირი კი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, ყველა დაღუპული ტაილანდის მოქალაქეა, მათ შორის არასრულწლოვანი, 17 წლის მოზარდიცაა.

თვითმხილველთა განცხადებით, ცეცხლი ჯერ სახურავს გაუჩნდა, რომელიც სწრაფად აალებადი მასალით იყო დამზადებული და მალევე შიდა ტერიტორიაზეც გავრცელდა.

როგორც მედია იუწყება, მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება.