ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ფედერაციის წევრები განათლების სამინისტროსთან აქციას მართავენ
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ სულხან ბაბუაძის გადადგომის მოთხოვნით, ფედერაციის წევრები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები სულხან ბაბუაძეს ნეპოტიზმსა და თანამშრომლების მიმართ ზემოქმედებაში ადანაშაულებენ.
მათივე თქმით, წლების განმავლობაში ტაეკვონდო არ განვითარებულა, არ ჰყავს მწვრთნელთა საბჭო, ასევე ჰყავს ნაკრები გუნდის წევრები. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უკვე რამდენიმე წელია მოითხოვენ.
აქციის ორგანიზატორებს სპორტის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი დოლაბერიძე ხვდება.