ტაეკვონდო | ზურაბ კინწურაშვილი მესამე ევროპული თამაშების ფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
ტაეკვონდო | ზურაბ კინწურაშვილი მესამე ევროპული თამაშების ფინალში იასპარეზებს #1TVSPORT

პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრების წევრი ზურაბ კინწურაშვილი (74 კგ.) ფინალში იასპარეზებს.

შეჯიბრებაზე კინწურაშვილმა მერვედფინალში ირლანდიელი  სპორტსმენი ლეროი დილანდუ დაამარცხა, მეოთხედფინალში ესპანელ მსოფლიო ჩემპიონს, დანიელ ბარერას მოუგო და ნახევრაფინალში გავიდა, სადაც კინწურაშვილიმა სერბ სტეფან ტაკოვს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა და ფინალში გავიდა.

ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 22:10 საათზე დაიწყება.