თბილისში ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატი გაიმართება
თბილისში ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატი გაიმართება

თბილისში 9-10 ნოემბერს (დიღომი, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია, ოლიმპიური პარკი, ფრენბურთის არენა) გაიმართება თბილისის ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში. ტურნირში მონაწილეობას შემდეგი ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენები მიიღებენ:

პინები: 2010-2011 წლებში დაბადებულები
პინები: 2008-2009 წლებში დაბადებულები
კადეტები: 2005-2006-2007 წლებში დაბადებულები
ახალგაზრდები: 2002-2003-2004 წლებში დაბადებულები

შეჯიბრებაზე იმსაჯებს საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის მსაჯთა ბრიგადა.

საქართველოს გარდა, ტურნირში მონაწილოებას მიიღებენ აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინისა და ესტონეთის სპორტული კლუბები.

ტურნირს დაესწრება ტაეკვნოდოს მმართელი მსოფლიო ორგანიზაცია „KuKKiwon“-ის ინსტრუქტორი, მეექვსე დანის მფლობელი, კორეელი სპეციალისტი – დუხვი ლი.
შეჯიბრების ჩატარებას უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და ტაეკვონდოს თბილისის საქალაქო ფედერაცია.