პარატაეკვონდო | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიოანტზე ორი მედალი მოიგო #1TVSPORT
პარატაეკვონდო | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიოანტზე ორი მედალი მოიგო #1TVSPORT

საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა, სტამბულში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებით დაასრულა.

ტურნირის მონაწილე 150 ქვეყანას შორის საქართველოს ნაკრები ექვსი პარასპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომელთაგან ორმა მედალი მოიპოვა.

გიორგი ხიზანიშვილმა და გოგა ხახალაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიგეს.