მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის თემის სოფელ იდლიანში შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, 15 წლის გოგონას გაუვარდა სანადირო თოფი, რომელიც მას მამამ მისცა. ტყვია სწორედ გოგონას მამას მოხვდა.
შსს-მ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.