სვანეთში შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

17:55, 26.06.2019

მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის თემის სოფელ იდლიანში შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, 15 წლის გოგონას გაუვარდა სანადირო თოფი, რომელიც მას მამამ მისცა. ტყვია სწორედ გოგონას მამას მოხვდა.

შსს-მ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი