კამპანია „გაიცანი საქართველო“ გრძელდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სვანეთის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად, სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის პრესტური გაიმართა.
ტურის ფარგლებში 30 -მდე ჟურნალისტი, ოპერატორი და ბლოგერი მესტიასა და უშგულს ესტუმრა. მოინახულეს სიყვარულის კოშკი და ლამარია. შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.