სვანეთში მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის პრესტური გაიმართა

16:20, 13.08.2018

კამპანია „გაიცანი საქართველო“ გრძელდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სვანეთის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად, სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის პრესტური გაიმართა.

ტურის ფარგლებში 30 -მდე ჟურნალისტი, ოპერატორი და ბლოგერი მესტიასა და უშგულს ესტუმრა. მოინახულეს სიყვარულის კოშკი და ლამარია. შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

მსგავსი