შსს-მ სვანეთში, მამის მიერ შვილების სახლში გამოკეტვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს-მ სვანეთში, მამის მიერ შვილების სახლში გამოკეტვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში მამის მიერ შვილების სახლში გამოკეტვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ამ საქმეში არასრულწოვნები არიან ჩართულები და აღნიშნა, რომ სოციალური სამსახურების როლი მნიშვნელოვანია.

„საკითხი კომპლექსური და მგრძნობიარე საკითხია. დავიწყეთ გამოძიება, მაგრამ ეს არ ეყოფა და ვერ იქნება საკითხის სწორი გამოსავალი. არასრულწოვნები არიან ჩართულები და სოციალური სამსახურების როლი მნიშვნელოვანია. გამოძიება მიმდინარეობს და მზად ვართ, ყველა მხარეს მოვუსმინოთ, შევხვდეთ და მივიღოთ კანონიერი გადაწყვეტილება. ეს არ არის მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების საქმეც. როგორც კი გახდა ცნობილი, მაშინვე გვქონდა რეაგირება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სვანეთში მამას 8 შვილი წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი. მას სამი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი ჰყავს. ყველაზე უფროსი გოგონა 21 წლისაა, უმცროსი ბიჭი კი – 7-ის.