ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ტურისტი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ლახამულასთან მოხდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია 1996 წელს დაბადებული ჩინეთის მოქალაქე.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მესტიის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.