სვანეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა
სვანეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა

ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ტურისტი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ლახამულასთან მოხდა.

​საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია 1996 წელს დაბადებული ჩინეთის მოქალაქე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მესტიის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.