სვანეთში 25 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სათხილამურო ტურნირი გაიმართება
25 მაისს, სვანეთში თეთნულდზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სათხილამურო ტურნირი გაიმართება. შეჯიბრში ბავშვები, ახალგაზრდები და ვეტერანი მოთხილამურეები მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიების ორგანიზატორი „მთის კურორტების განვითარების კომპანიაა“.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, სვანეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ძირითადი ღონისძიებები 26 მაისს მესტიაში გაიმართება და მათი ორგანიზება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა. სხვადასხვა სივრცის მოწყობასთან ერთად, მესტიაში არტ-კაფეც გაიხსნება.
ამასთან, 25 მაისს სვანეთში, ჰეშკილის ქოხებთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ახალი ტურისტული ატრაქცია – ჰეშკილის საქანელა გაიხსნება.