მესტიაში ამ დროისთვის აღარ წვიმს და გამოიდარა.
როგორც საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მდინარე უკვე დაუბრუნდა კალაპოტს.
კვლავ მოქმედებს უსაფრთხოების მაღალი ზომები „მესტიაჭალაჰესი 1“-ის ჰიდროელექტროსადგურთან, რომელსაც ყველაზე დიდი ზიანი მიადგა სტიქიის დროს. პერიმეტრი ნაშალი მასალით არის დაფარული. ასევე, იქ ჩარჩენილია ავტომანქანები, რომლებიც წყალდიდობის დროს აღმოჩნდნენ. ჰიდროელექტროსადგურის მენეჯმენტის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პერიმეტრი გასუფთავდება, „მესტიაჭალაჰესი 1“ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
ადიდებულ მდინარეს დასახლებულ პუნქტებამდე არ მიუღწევია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ამის მიზეზი ჰიდროელექტროსადგურია, რომელმაც შეაკავა წყალდიდობა.
უხვი ნალექის გამო მყინვარ ლეხზირთან მდინარე გუშინ დაგუბდა, რის შედეგადაც წყალი გადმოვიდა და „მესტიაჭალაჰესი 1“-ზე შენობა დატბორა.