ლეხზირის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს

11:34, 27.07.2019

ლეხზირის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები და მიმდებარე ტერიტორიის ნატანი მასალისგან გაწმენდა დილიდან დაიწყო. წყალმომარაგების წარმომადგენლებმა  უკვე დაათვალიერეს წირნიაშის სასმელი წყლის სათაო ნაგებობა და მაგისტრალის მილსადენებზე არსებული დაზიანების აღდგენითი სამუშაოები დაიწყეს.

მესტიაში იმყოფებიან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე იგეგმება შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან სტიქიის გამომწვევი მიზეზების განსახილველად. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, დაესწროს აღნიშნულ შეხვედრას.

ამ დროისთვის მდინარე მესტია-ჭალაში წყლის დონემ საგრძნობლად იკლო. მდინარე დროის მოკლე მონაკვეთებში კალაპოტს ხშირად იცვლის.

მსგავსი