სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის მამაკაცი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის გორა ღარიბაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
შეგახსენებთ, 16 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 96 წლის გორა ღარიბაშვილი რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დააკავეს.
მოგვიანებით კი, სუს-მა განმარტა, რომ გორა ღარიბაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდებოდა.
აღსანიშნავია, რომ გორა ღარიბაშვილი საოკუპაციო რეჟიმს რამდენჯერმე ჰყავდა დაკავებული. რუსმა ოკუპანტებმა ის ბოლოს გასულ წელს დააკავეს.