სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის მამაკაცი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

14:02, 17.12.2019

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის გორა ღარიბაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

შეგახსენებთ, 16 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 96 წლის გორა ღარიბაშვილი რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დააკავეს.

მოგვიანებით კი, სუს-მა განმარტა, რომ გორა ღარიბაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდებოდა.

აღსანიშნავია, რომ გორა ღარიბაშვილი საოკუპაციო რეჟიმს რამდენჯერმე ჰყავდა დაკავებული. რუსმა ოკუპანტებმა ის ბოლოს გასულ წელს დააკავეს.

მსგავსი