სუს-ის ინფორმაციით, სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის მამაკაცი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მისი უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება
სუს-ის ინფორმაციით, სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის მამაკაცი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მისი უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის გორა ღარიბაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მისი უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება.

„ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მისი უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება“ ,-განუცხადეს საქართველოს პირველ არხს სუს-ში.

შეგახსენებთ, დღეს შუადღისით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 96 წლის გორა ღარიბაშვილი რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დააკავეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს სოფელ ქვემო ჭალაში კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, სტეფანე ​მესროფაშვილმა განუცხადა, მოხუცი ოკუპირებულ სოფელ წუნევში სასაფლაოზე მისვლას ცდილობდა.

აღსანიშნავია, რომ გორა ღარიბაშვილი საოკუპაციო რეჟიმს რამდენჯერმე ჰყავდა დაკავებული. რუსმა ოკუპანტებმა ის ბოლოს გასულ წელს დააკავეს.

დატოვე კომენტარი