რუსი სამხედროების მიერ დაკავებული 94 წლის გორა ღარიბაშვილი გაათავისუფლეს
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული 94 წლის გორა ღარიბაშვილი გაათავისუფლეს

რუსი სამხედროების მიერ დღეს დაკავებული, სოფელ საკორინთლოს მცხოვრები 94 წლის გორა ღარიბაშვილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

პირველი არხის კორესპონდენტის ცნობით, გორა ღარიბაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

მოხუცის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დე ფაქტო რეჟიმთან ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობდა.

დღეს გორა ღარიბაშვილის მეზობლებმა დაინახეს, როგორ დაესხნენ თავს მოხუცს შეიარაღებული პირები.

რუს სამხედროებს გორა ღარიბაშვილი ადრეც ჰყავდათ დაკავებული.