სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში გამორიყული ცხოველების დამარხვა წესების დაცვით მოხდება და ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში გამორიყული ცხოველების დამარხვა სრული წესების დაცვით მოხდება.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, ეპიდემიის გავრცელების არანაირი საფრთხე არ არსებობს.
„სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ კოორდინაციაშია სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ სტრუქტურებთან და სამსახურებთან. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ რაიმე ეპიდემიის გავრცელების არანაირი საფრთხე ან რისკი არ არსებობს. დაღუპული ცხოველების დამარხვა სრული ვეტერინარული წესების დაცვით და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მოხდება. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს. სურსათის ეროვნული სააგენტო, როგორც ზედამხედველი ორგანო, ჩართულია ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად და ზედამხედველობას გაუწევს, რომ გამორიყული ცხოველები წესების სრული დაცვით დაიმარხოს“, – განაცხადა ვასილ ბასილაძემ.