პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის დანაშაულზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი შეიმუშავა
პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის დანაშაულზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი შეიმუშავა

საქართველოს პროკურატურამ, ცხოველის წამების, მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტების პრევენციისა და ამ დანაშაულზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების მიზნით, პარლამენტთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი შეიმუშავა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ცვლილება ითვალისწინებს ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სასჯელის გამკაცრებას, რაც ხელს შეუწყობს მსგავსი დანაშაულის პრევენციას.

„აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომლის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და აღნიშნული დანაშაულის პრევენციაა.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, დაინტერესებულ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საზოგადოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება“, – აცხადებენ პროკურატურაში.