ცხოველთა დამცველებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს
ცხოველთა დამცველებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

საქართველოში თურქეთის საელჩოსთან აქცია-პერფორმანსი „არა ცხოველთა მიმართ ძალადობას“ გაიმართა.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, თურქეთში მასობრივად მოხდა მიუსაფარ ცხოველებზე ძალადობა.

„3-4 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია თურქეთში მიუსაფარი ცხოველების ნიჩბებით დახოცვისა და ასევე ცოცხლად დამარხვის შესახებ. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ თურქეთში ცხოველთა დამცველებს. ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და სისასტიკეს“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებელმა, თამილა ლომიშვილმა.