სურამის კვანძი-უბისას მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა 17:00 საათამდე აკრძალულია
სურამის კვანძი-უბისას მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა 17:00 საათამდე აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის შეკეთების სამუშაოების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ135-კმ173 (სურამის კვანძი-უბისა) მონაკვეთზე დღეს, 17:00 სთ-მდე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.