2019 წლის სუპერბოულზე ერთმანეთს „ნიუ-ინგლენდ პეტრიოტსი“ და „ლოს-ანჯელეს რემსი შეხვდებიან“. „პატრიოტებმა“ გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება „კანზას სიტის“ დამარცხებით (37-31) მოიპოვეს, თუმცა ამისთვის დამატებითი დრო დასჭირდათ.
საჩემპიონო მატჩი ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლატაში, „მერსედეს-ბენც სტედიუმზე“, 3 თებერვალს გაიმართება.
„ნიუ-ინგლენდისთვის“ ეს რიგით მეცხრე სუპერბოულია მწვრთნელ ბილ ბელიჩიკის ხელმძღვანელობით.
საინტერესოა, რომ თავიანთი პირველი სუპერბოული, 2002 წელს, „პატრიოტებმა“ სწორედ „ლოს-ანჯელეს რემსის“ დამარცხებით მოიგეს.