ჯანი ინფანტინო - ჩემპიონთა ლიგა, სუპერბოული, უიმბლდონი ყოველ წელს იმართება და მათ ყველა მოთმენლად ელოდება, საჭიროა მეტი პრესტიჟული ტურნირი #1TVSPORT
ჯანი ინფანტინო - ჩემპიონთა ლიგა, სუპერბოული, უიმბლდონი ყოველ წელს იმართება და მათ ყველა მოთმენლად ელოდება, საჭიროა მეტი პრესტიჟული ტურნირი #1TVSPORT

ფიფა-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ აზრი გამოთქვა მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების შესახებ.

„უკვე გადაწყვეტილია, რომ 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე 48 გუნდი ითამაშებს. რაც შეეხება ჩემპიონატის ორ ან ოთხ წელიწადში ჩატარებას, ეს საკითხი ჯერ განიხილება.

მჯერა, რომ საჭიროა მეტი პრესტიჟული ტურნირის ჩატარება – იქნება ეს მსოფლიო ჩემპიონატი თუ რაიმე სხვა ტურნირი. ეს ჯადოსნური ტურნირია და სწორედ ამიტომ, შესაძლოა, ის უფრო ხშირად უნდა გაიმართოს.

საფეხბურთო ტურნირის პრესტიჟულობა მის ხარისხზეა დამოკიდებული და არა ჩატარების სიხშირეზე. სუპერბოული ყოველ წელს იმართება, ასევე, უიმბლდონი ან ჩემპიონთა ლიგა, და მათ ყველა მუდამ მოუთმენლად ელის“, – განაცხადა ინფანტინომ.