ლეგენდარულმა ტომ ბრეიდიმ კარიერა დაასრულა #1TVSPORT
ლეგენდარულმა ტომ ბრეიდიმ კარიერა დაასრულა #1TVSPORT

ამერიკული ფეხბურთის პროფესიული ლიგის (NFL) გუნდის „ტამპა ბეის“ კვოტერბეკმა ტომ ბრეიდიმ კარიერა დაასრულა, – იტყობინება ESPN.

44 წლის ლეგენდარულმა მოთამაშემ კარიერის დიდი ნაწილი „ნიუ ინგლენდ პეტრიოტსში“ გაატარა, ბოლო ორი სეზონი კი „ტამპა ბეიში“ ითამაშა. მას შვიდჯერ აქვს მოგებული სუპერბოული, ხუთჯერ იყო სუპერბოულის უძვირფასესი მოთამაშე (MVP), სამჯერ გახდა რეგულარული ჩემპიონატის MVP, 15-ჯერ მოხვდა „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ და ექვსჯერ შეიყვანეს სეზონის სიმბოლურ ნაკრებში.