ძიუდო | გიორგი ლოლაძე ზაგრების გრანპრის გამარჯვებულია #1TVSPORT
ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე გიორგი ლოლაძე (73 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ირლანდიელ ჯოშუა გრინს დამატებით დროში იუკოთი მოუგო.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე ახალგაზრდული შემადგენლობით გამოდის.
15 ნოემბერს ზაგრებში ლუკა ჯავახიშვილი (90 კგ), თორნიკე ფოლადიშვილი (100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100) იჭიდავებენ.