რონალდოს არ ესმის, რატომ უწოდებენ ამერიკულ ფეხბურთს ფეხბურთს
რონალდოს არ ესმის, რატომ უწოდებენ ამერიკულ ფეხბურთს ფეხბურთს

ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდო, „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე, დღეს გამთენიისას გამართულ სუპერბოულს გამოეხმაურა. ბრაზილიელმა სოციალურ ქსელში ატვირთა ფოტო, სადაც ხელში ამერიკული ფეხბურთის ბურთი უჭირავს და დაწერა: „ შეუძლია ვინმეს ამიხსნას, რატომ უწოდებენ სპორტის ამ სახეობას ფეხბურთს, როცა ეს არ არის ბურთი და მას არ თამაშობენ ფეხით?“


რონალდოს ამ პოსტზე ათასობით ადამიანმა გააკეთა კომენტარი. მათ შორის იყვნენ საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა და ასევე ფრანგი ფეხბურთელი პატრის ევრა. პოგბამ საკუთარ კომენტარში რონალდოს ფენომენი უწოდა, ევრამ კი ვარაუდი გამოთქვა, რომ ბრაზილიელი მეტოქეს ასეთი ბურთითაც მარტივად მოატყუებდა.

ფენომენის ამ პოსტს საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ შემტევი, ლევან მჭედლიძეც გამოეხმაურა. ანალოგიური რეაქცია ჰქონდა რონალდოს თანამემამულე ნეიმარსაც.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას ატლანტაში რიგით 53-ე სუპერბოული გაიმართა. ამერიკული ფეხბურთის ლიგის ფინალურ მატჩში „ნიუ ინგლენდ პეტრიოტსმა“ ანგარიშით 13:3 „ლოს ანჯელეს რემსი“ დაამარცხა.

დატოვე კომენტარი