სუპერბოულის შესვენებაზე ჯენიფერ ლოპესი და შაკირა იმღერებენ
სუპერბოულის შესვენებაზე ჯენიფერ ლოპესი და შაკირა იმღერებენ

მსოფლიო ესტრადის ვარსკვლავები – ჯენიფერ ლოპესი და შაკირა ერთად გამოვლენ 2020 წლის სუპერბოულის შესვენებაზე, – დაწერა „ფოქს სპორტსმა“ (Fox Sports). ამერიკული ფეხბურთის ფინალი ყოველწლიური უმსხვილესი სპორტული მოვლენაა აშშ-ის ტელესივრცეში.

ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) სეზონის გადამწყვეტი მატჩი 2020 წლის 2 თებერვალს, მაიამიში გაიმართება. სუპერბოული – ყველაზე რეიტინგული მატჩია ამერიკის შეერთებულ შტატებში სპორტის ყველა სახეობას შორის. გასულ სეზონზე, ამერიკული ფეხბურთის წლის მთავარ შეხვედრას ტელევიზორებში 98.2 მილიონმა ადამიანმა უყურა.

ჯენიფერ ლოპესი – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ამერიკელი მსახიობი და მომღერალია. კოლუმბიელი შაკირა – „გრემის“ პრემიის სამგზის მფლობელია.