ცნობილია სუპერბოულის მონაწილეები
ცნობილია სუპერბოულის მონაწილეები

ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ფინალურ მატჩში – სუპერბოულში ერთმანეთს შეხვდებიან „კანზას-სიტი ჩიფსი” და „სან ფრანცისკო ფორტი ნაინერსი”.

AFC კონფერენციის ფინალში კანზასელებმა დაამარცხეს „ტენესი ტაიტენსი” 35:24. NFC კონფერენციის ფინალში კი „სან ფრანცისკომ” აჯობა „გრინ ბეი პეკერსს” – 37:20.

„ჩიფსი” არსებობის ისტორიაში მესამედ და ბოლო 50 წელიწადში პირველად გავიდა ფინალში. „სან ფრანცისკო” NFL-ის ხუთგზის ჩემპიონია. ამ მაჩვენებლით კლუბი ისტორიაში მესამე ადგილს იყოფს „დალას კოვბოისთან” და ჩამორჩება მხოლოდ „ნიუ ინგლენდ პეტრიოტსსა” და „პიტსბურგ სტილერზს”, რომლებსაც ექვს-ექვსი ტიტული აქვთ მოპოვებული.

რიგით 54-ე სუპერბოული სამ თებერვალს, მაიმიში Hard Rock Stadium-ზე გაიმართება. ეს არენა 65 ათას მაყურებელს იტევს.

დატოვე კომენტარი