2021 წელს ყველაზე პოპულარული ამერიკული ტელეპროგრამების TOP 100-ში 94 სპორტული ტრანსლაცია მოხვდა - სიაში მხოლოდ ორი საკალათბურთო ტრანსლაციაა და არც ერთი NBA-დან #1TVSPORT
ამერიკულმა სატელევიზიო მაუწყებლებმა გამოაქვეყნეს 2021 წლის ყველაზე რეიტინგული პროგრამების სია.
რეიტინგში მოხვდა ორი საკალათბურთო ტრანსლაცია: ამერიკის შეერთებული შტატების სტუდენტური ჩემპიონატის (NCAA) ფინალი „ბეილორსა“ და „გონზაგას“ შორის – მან 66-ე ადგილი (16.9 მილიონი მაყურებელი) დაიკავა, ხოლო 98-ე ადგილზე გავიდა ასევე NCAA-ის „ოთხთა ფინალის“ ნახევარფინალური შეხვედრა „გონზაგასა“ და UCLA-ს შორის (14,9 მილიონი).
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) არც ერთი მატჩი TOP100-ში არ მოხვდა. ბოლო შემთხვევა, როცა NBA-ის მატჩი ამ რეიტინგში აღმოჩნდა, 2019 წლით თარიღდება – ეს იყო „ტორონტოსა“ და „გოლდენ სტეიტის“ ფინალური სერიის ერთ-ერთი შეხვედრა.
წლის ყველაზე პოპულარული პროგრამების დიდი ნაწილი – სპორტული ტრანსლაციებია (100-დან 94). უმრავლესობა ეკუთვნის ამერიკული ფეხბურთის მატჩების ტრანსლაციებს – 82. ტრადიციულად, სიას სათავეში უდგას ამერიკული ფეხბურთის ლიგის (NFL) ფინალური შეხვედრა – 2021 წლის სუპერბოულმა ეკრანებთან 91.6 მილიონი ტელემაყურებელი მიიზიდა.