სუპერბოულზე ისტორიაში პირველად ქალი არბიტრი იმუშავებს
სუპერბოულზე ისტორიაში პირველად ქალი არბიტრი იმუშავებს

2021 წელს, ფეხბურთის ნაციონალური ლიგის (NFL) ფინალზე იმუშავებს მსაჯი სარა ტომასი, – იტყობინება SportsCenter. 47 წლის არბიტრი პირველი ქალია ისტორიაში, რომელიც სუპერბოულზე სამუშაოდ დაინიშნა.

ტომასი თამაშზე მთავარი ლაინსმენი იქნება. მატჩის მსაჯობა კი კარლ ჩეფერსს მიანდეს.

2019 წელს, ტომასი პირველი ქალი გახდა, რომელიც NFL-ის პლეი ოფის თამაშს სჯიდა.

სუპერბოულის მონაწილეები კვირას გაირკვევა კონფერენციის ფინალების შემდეგ: დასავლეთში ერთმანეთს შეხვდებიან „გრინ ბეი პეკერსი“ და „ტამპა ბეი ბაკანირსი“, აღმოსავლეთში – ტიტულის მოქმედი მფლობელი „კანზას-სიტი ჩიფსი“ და „ბაფალო ბილსი“.

რიგით 55-ე სუპერბოული ტამპაში შვიდ თებერვალს გაიმართება.

დატოვე კომენტარი