სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა
სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა.
ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება.