სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

18:40, 16.07.2018

სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა.

ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება.

მსგავსი