სუდანში პურის ფასის გაორმაგებას სტუდენტების პროტესტი და სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა
სუდანში ასობით სტუდენტმა პოლიციის მანქანას ქვები დაუშინა, რასაც საპასუხოდ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი აირის გამოყენება მოჰყვა.
პროტესტი სუდანში პურის ფასის გაორმაგებამ გამოიწვია.
ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, პოლიციამ კორდონის ფორმირებით 300-ზე მეტი სტუდენტი უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე დააბრუნა.
პურის ფასის გაორმაგება სუდანის მთავრობის მიერ ერთი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებითაა გამოწვეული. მათი განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტში სუბსიდიების წილი შემცირებულია.
ერთი სტუდენტი შეეწირა და კიდევ ექვსი დაიჭრა კვირას საპროტესტო გამოსვლებს ქალაქ გენეინაში.