სუდანის დედაქალაქ ხართუმში საბრძოლო მოქმედებები განახლდა
სუდანის დედაქალაქ ხართუმში საბრძოლო მოქმედებები განახლდა

სუდანის დედაქალაქ ხართუმში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. განხორციელდა ავიადარტყმებიც, მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებული მხარეები საუდის არაბეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ემზადებიან.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბოლო დღეებთან შედარებით, სროლის ხმა დღეს უფრო ინტენსიურია. დღესვე სუდანის შეიარაღებული ძალებისა და გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ წარმომადგენლები ერთმანეთს საუდის არაბეთში უნდა შეხვდნენ.

შეხვედრა გაერო-სა და საუდის არაბეთის შუამავლობით იმართება.