სუდანში პურის ფასის გაორმაგებას სტუდენტების პროტესტი და სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა

22:55, 08.01.2018

სუდანში ასობით სტუდენტმა პოლიციის მანქანას ქვები დაუშინა, რასაც საპასუხოდ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი აირის გამოყენება მოჰყვა.

პროტესტი სუდანში პურის ფასის გაორმაგებამ გამოიწვია.

ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, პოლიციამ კორდონის ფორმირებით 300-ზე მეტი სტუდენტი უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე დააბრუნა.

პურის ფასის გაორმაგება სუდანის მთავრობის მიერ ერთი თვის წინ ​მიღებული გადაწყვეტილებითაა გამოწვეული. მათი განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტში სუბსიდიების წილი შემცირებულია.

ერთი სტუდენტი შეეწირა და კიდევ ექვსი დაიჭრა კვირას საპროტესტო გამოსვლებს ქალაქ გენეინაში.

მსგავსი