სუდანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ინტენსიური სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის
სუდანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ინტენსიური სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის

სუდანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ინტენსიური სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. სამხედროებს შორის დაპირისპირება ქვეყნის დედაქალაქ ხართუმში და ქალაქ ომდურმანში მიმდინარეობს.

გავრცელებული ცნობით, სუდანის არმიამ სამხედრო თვითმფრინავებით გასამხედროებული ჯგუფის, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ პოზიციები დაბომბა. შეტაკებები ასევე მოხდა სამხედრო შტაბების, რესპუბლიკის სასახლისა და ხართუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლები იტაცებენ სამედიცინო პერსონალს დაჭრილი მებრძოლების სამკურნალოდ. აფრიკული და არაბული ქვეყნების, ასევე გაერო-ს და აშშ-ის ჩართულობის მიუხედავად, სუდანის დედაქალაქში ცეცხლის შეწყვეტა ვერ ხერხდება.

სუდანში სამხედრო დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო, რასაც, სულ მცირე, 512 ადამიანი ემსხვერპლა, 4 000-ზე მეტი კი დაშავდა.