პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანამ ბელარუსის საზღვართან ახალი სამხედრო დაჯგუფება განათავსა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანამ ბელარუსის საზღვართან ახალი სამხედრო დაჯგუფება განათავსა

პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან ახალი სამხედრო დაჯგუფება განათავსა, – ამის შესახებ განცხადება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა გააკეთა.

„მე გადავწყვიტე, შემექმნა ოპერატიული სამხედრო დაჯგუფება, რომელთა ამოცანა იქნება პოლონეთის არმიის წვრთნა და საჭიროების შემთხვევაში მათი მხარდაჭერა”,- განაცხადა ბლაშჩაკმა.

მისივე თქმით, სამხედრო დაჯგუფების მიზანია მომზადება და თავდაცვა.

„პოლონეთის არმიის მიერ პოლონეთის საზღვრის გაძლიერებას კრემლის პროპაგანდისტული აპარატი გამოიყენებს. ამ სამხედრო სამუშაო ჯგუფის მიზანი არის ვარჯიში და თავდაცვა. გაითვალისწინეთ ეს, როდესაც გაიგებთ კრემლის პროპაგანდას, რომელიც იტყვის, რომ პოლონეთის არმია იკრიბება საზღვართან. ეს მართალია, მაგრამ პოლონეთის არმია აგრესორის შეკავებას აპირებს. ასეა და ასე იქნება, მიუხედავად ამ სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანიისა“,- აღნიშნა ბლაშჩაკმა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, საერთო ჯამში, საზღვარზე დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცი იქნება.