სტუდენტები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მათ აქციაზე მისვლისა და პროვოკაციებისგან
სტუდენტები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მათ აქციაზე მისვლისა და პროვოკაციებისგან

გვინდა, მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკოსს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ადგილზე მოსვლისგან, პროვოკაციებისგან, – ამის შესახებ სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა სტუდენტმა განაცხადა.

„არსებობს საფრთხე, რომ სხვადასხვა ძალა შემოუერთდეს ჩვენს აქციას. გვინდა, მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკოსს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ადგილზე მოსვლისგან, პროვოკაციებისგან.

ვინაიდან პროვოკაციები სტუდენტების წინააღმდეგ არის დანაშაული, ეს არის საკუთარ სახელმწიფოს და მომავლის წინააღმდეგ გალაშქრება.

მინდა, ავწიოთ ხელები და ვაჩვენოთ ჩვენი სუფთა ხელები რუსეთს, საქართველოს და ვუთხრათ არა ძალადობას”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი ემიჯნებიან პოლიტიკური პარტიების აქციას.