სტოკჰოლმში გამართულ აქციაზე კიდევ ერთხელ დაწვეს ყურანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის ორგანიზატორები იყვნენ ერაყელი მიგრანტები სალვან მომიკა და სალვან საჯემი, რომელთა წინააღმდეგაც შუღლის გაღვივების მუხლით გამოძიება უკვე დაწყებულია. მათ მსგავსი მანიფესტაციები მანამდე რამდენჯერმე ჩაატარეს.
სტოკჰოლმის პარლამენტთან ახლოს გამართულ აქციაზე 60 ადამიანი იყო შეკრებილი. მათი ნაწილი ჟურნალისტი იყო. აქციის ორგანიზატორებმა ჯერ ფეხით გადაუარეს, შემდეგ კი რამდენიმე ფურცელი დაწვეს. მუსლიმების ნაწილი, რომლებიც პარლამენტთან იმყოფებოდნენ, ყურანის დაწვას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, წიგნის დაწვა დემოკრატია არ არის.
ცნობისთვის, დღეს შვედეთის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ყურანის დაწვის ინციდენტების გამო შვედეთში ტერორიზმის საფრთხე გაზრდილია.