დანიის პრემიერი - წიგნები წასაკითხად არის განკუთვნილი, რელიგიური ტექსტების დაწვის აკრძალვა არ იქნება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა
დანიის პრემიერი - წიგნები წასაკითხად არის განკუთვნილი, რელიგიური ტექსტების დაწვის აკრძალვა არ იქნება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა პირველად გააკეთა კომენტარი ყურანის დასაწვავად გამართული აქციების შესახებ.

როგორც ფრედერიკსენმა განაცხადა, არ ეთანხმება ასეთ ქმედებებს და არ მიიჩნევს მათ აკრძალვას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად.

ჟურნალ Weekendavisen-თან ინტერვიუში დანიის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წიგნის დაწვას არ მიიჩნევს თვითგამოხატვის გამოვლინებად, ამიტომ რელიგიური ტექსტების დაწვის აკრძალვა არ იქნება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

„მე არ მიყვარს წიგნების დაწვა. რამდენიმე წლის წინ დანიაში ამას ჯარიმის გარეშე ვერ გააკეთებდი, წიგნები წასაკითხად არის განკუთვნილი“, – აღნიშნა ფრედერიკსენმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოებისა და დიპლომატიური მიზეზების გამო იმ საპროტესტო აქციების აკრძალვის შესაძლებლობის შესახებ გამოაცხადა, რომლებზეც ყურანის ან სხვა რელიგიური ტექსტების დაწვა ხდება. მსგავს აკრძალვას შვედეთის ხელისუფლებაც განიხილავს.