„როიტერი“ - ყურანის დაწვის გამო დანია სასაზღვრო კონტროლს გაამკაცრებს
„როიტერი“ - ყურანის დაწვის გამო დანია სასაზღვრო კონტროლს გაამკაცრებს

ყურანის დაწვის გამო დანია სასაზღვრო კონტროლს გაამკაცრებს, – ამის შესახებ „როიტერი“ დანიის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

„ყურანის ბოლო დაწვამ, როგორც უსაფრთხოების პოლიციამ განაცხადა, იმოქმედა უსაფრთხოების ამჟამინდელ მდგომარეობაზე“, – განაცხადა დანიის იუსტიციის მინისტრმა, პიტერ ჰუმელგარდმა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სასაზღვრო კონტროლი 10 აგვისტომდე გამკაცრდება.

შეგახსენებთ, შვედეთსა და დანიაში ბოლო დღეებში ყურანის დაწვის რამდენიმე ფაქტს ისლამურ ქვეყნებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. სასაზღვრო კონტროლს გაამკაცრებს შვედეთიც.