შოტლანდიურმა გრანდმა „გლაზგო რეინჯერსმა“ მთავარ მწვრთნელად „ლივერპულისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის სტივენ ჯერარდის დანიშვნის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
კონტრაქტის ხანგრძლივობა ოთხი წელია და ის ახალი სეზონიდან ამოქმედდება.
37 წლის ინგლისელმა შოტლანდიელი გრემ მერტი შეცვალა, რომელიც პირველ მაისს დაითხოვეს პოსტიდან „სელტიკთან“ 0:5 განადგურების შემდეგ.
ჯერარდმა 2016 წელს დაასრულა საფეხბურთო კარიერა, 2017 წლიდან კი „ლივერპულის“ იუნიორთა გუნდში მუშაობდა.