ფაბრიციო რომანო - ჰენდერსონი ახლოს არის საუდის არაბეთში გადასვლასთან #1TVSPORT
ფაბრიციო რომანო - ჰენდერსონი ახლოს არის საუდის არაბეთში გადასვლასთან #1TVSPORT

„ლივერპულის“ ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი, დიდი ალბათობით, საუდის არაბეთის კლუბის, „ალ-იტიფაქის“ ფეხბურთელი გახდება, – იუწყება ფაბრიციო რომანო.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, „ლივერპულსა“ და „ალ-იტიფაქს“ შორის მოლაპარაკება დასკვნით ეტაპზეა და ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმებას, ფაქტობრივად, ხელს აღარაფერი უშლის.

ჯორდან ჰენდერსონი „ლივერპულის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს. ინგლისელმა ფეხბურთელმა მერსისაიდელებთან ერთად მოიგო პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

აღსანიშნავია, რომ „ალ-იტიფაქის“ მთავარი მწვრთნელი ჰენდერსონის ყოფილი თანაგუნდელი სტივენ ჯერარდია.