ვან დეიკი „ლივერპულის“ ახალი კაპიტანი გახდა #1TVSPORT
ვან დეიკი „ლივერპულის“ ახალი კაპიტანი გახდა #1TVSPORT

„ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი გუნდის ახალი კაპიტანი გახდა ჯორდან ჰენდერსონის „ალ-იტიფაკში“ გადასვლის შემდეგ, – იტყობინება კლუბის პრესსამსახური. ვიცე-კაპიტნად დაინიშნა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ჯეიმს მილნერის ნაცვლად.

ჰენდერსონი „ლივერპულის“ კაპიტანი იყო 2015 წლიდან – კლუბიდან სტივენ ჯერარდის წასვლის შემდეგ. ჯერარდი ამ ზაფხულს „ალ-იტიფაკის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.

32 წლის ვან დეიკი „ლივერპულში“ 2018 წლის იანვრის შემდეგ თამაშობს. მისი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.