სტივენ ჯერარდმა, შესაძლოა, პოლონეთის ნაკრები გაწვრთნას #1TVSPORT
სტივენ ჯერარდმა, შესაძლოა, პოლონეთის ნაკრები გაწვრთნას #1TVSPORT

„ლივერპულის“ ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა მიიღო წინადადება, სათავეში ჩაუდგეს პოლონეთის ნაკრებს, – დაწერა გაზეთმა The Sun-მა.

წყაროს ცნობით, პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია სერიოზულად განიხილავს ინგლისელი სპეციალისტის კანდიდატურას.

პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდა დეკემბერში, როცა პოსტიდან გადააყენეს ჩესლავ მიხნევიჩი. მისი ხელმძღვანელობით პოლონელებმა კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგეფური ეტაპი გადალახეს, მერვედფინალში კი 1:3 დამარცხდნენ საფრანგეთთან.

42 წლის სტივენ ჯერარდის ბოლო სამუშაო ადგილი იყო „ასტონ ვილა“, საიდანაც ოქტომბერში დაითხოვეს.