სტიქია ჭუბერში - დრონით გადაღებული ვიდეოკადრები

ჭუბერში, მდინარე ნენსკრაში წყლის დონე კვლავ მომატებულია.

ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა. სტიქიის ზონიდან შვიდ კილომეტრში მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც წყლის დონის მატება-კლებას აკონტროლებენ და შესაბამის სამსახურებს აწვდიან ინფორმაციას.

სოფელ ჭუბერში, სტიქიის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და რამდენიმე სახლი წაიღო.