სტეფანწმინდაში, მყინვარწვერის დასალაშქრად წასული და დაშავებული ტურისტები მაშველებმა ჩამოიყვანეს
სტეფანწმინდაში, მყინვარწვერის დასალაშქრად წასული და დაშავებული ტურისტები სამთო მაშველებმა ჩამოიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურისტების ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, პოლონეთის 22 წლის მოქალაქემ, ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე, ე.წ. ნაპრალში ჩავარდნის შედეგად დაზიანებები მიიღო.
ტურისტების ჯგუფი სტეფანწმინდაში ჩამოიყვანეს. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.